მარნეულის N5 სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
04-11-2021
მარნეულის N5 საჯარო სკოლის 1ბ კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
მათთვის ეს დღე დამრიგებელმა ეკატერინე ნადირაძემ დაუვიწყარად აქცია.
მოსწავლეებმა სიმღერები შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს.
მათ ანბანის სწავლის დაწყება სკოლის დირექტორმა ლელა ხარშილაძემ მიულოცა.
„ლამაზი და უჩვეულო დღე იყო პირველკლასელთათვის. ამ დღეს კლასში უმშვენიერესი ქართული ანბანი შემობრძანდა.პატარებმა ხოტბა შეასხეს დედაენას, მის შემოქმედს იაკობ გოგებაშვილს, იმღერეს სიმღერები ანბანზე და საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი აჩვენეს სტუმრებს. მოსწავლეებს ეს შათამბეჭდავი დღე მიულოცა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ლელა ხარშილაძემ და მათ წარმატებები უსურვა ცხოვრების ახალ საფეხურზე. მიყვარხართ“,- წერს პედაგოგი ეკატერინე ნადირაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს