თბილისის N39 სკოლის მოსწავლეებმა - ლუკა იმნაიშვილმა და ელენე ილურიძემ izrune.ge-ს ოქტომბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს
თბილისის N39 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით ასრულებენ.
ამჯერად, მეექვსეკლასელებმა - ლუკა იმნაიშვილმა და ელენე ილურიძემ
izrune.ge-ს ოქტომბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და დიპლომები დაიმსახურეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო: