კოხის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუზეუმში იმყოფებოდნენ
04-11-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ქობულეთის მუზეუმი მოინახულეს.
მოსწავლეები მუზეუმს დამრიგებელთან იზა შავიშვილთან, ქართულის მასწავლებელ ინგა ტაკიძესთან და „მე და საზოგადოების“ მასწავლებელ ნათია ბოლქვაძესთან ერთად ესტუმრნენ.
აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
„2 ნოემბერს კოხის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელთან იზა შავიშვილთან, ქართულის მასწავლებელ ინგა ტაკიძესთან და „მე და საზოგადოების“ მასწავლებელ ნათია ბოლქვაძესთან ერთად ესტუმრენ ქობულეთის მუზეუმს. ბავშვები ყურადღებით ეცნობოდნენ იქ წარმოდგენილ ექსპონატებს, სვამდნენ საინტერესო შეკითხვებს. განსაკუთრებით მათი მოწონება დაიმსახურა ეთნოგრაფიულმა განყოფილებამ. გადაიღეს ფოტოები და დაიმსახურეს ექსკურსიამძღოლის მადლობა მუზეუმში ქცევის წესების დაცვის გამო“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს