ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ მოსწავლეები შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენისთვის დაჯილდოვდნენ
04-11-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში ხელნაკეთი ნიღბების გამოწვევაში ჩართული მოსწავლეები დააჯილდოვეს.

ჯილდო 3 საუკეთესო ნიღბის შემქმნელს გადეცა. დანარჩენი მოსწავლეები კი პროექტში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

მადლობის სიგელი გადაეცა მე-7 კლასს, რომლებმაც ჰელოუინის აღნიშვნაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

„სკოლა „პროგრესში“ დაჯილდოების დღეა.
ჯილდოები გადაეცათ „ხელნაკეთი ნიღბების გამოწვევის“ 3 საუკეთესო ნიღბის შემქმნელ მოსწავლეებს.
ხოლო მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით მონაწილეობისათვის. 
ასევე, ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის, მე-7 კლასს სკოლისაგან გადაეცა მადლობის სიგელი.
სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203