ტყემლოვანის საჯარო სკოლის X-XII კლასის მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის პროგრამა დაუფინანსდებათ
04-11-2021
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი გადაეცა.
აღნიშნული გრანტით, 2021 -2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სკოლის X-XII კლასის მოსწავლეებს და მათ დამრიგებლებს სრულად დაუფინასდებათ პროფესიული ორიენტაციის პროგრამა.
პროფესიული ორიენტაციის პროგრამის მიზანია აბიტურიენტებისთვის პროფესიის არჩევის პროცესში სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აპრობირებული მოდელის გაზიარება.