ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ დებატების კლუბის წევრები რესპუბლიკურ ჩემპიონატებში წარმატებით მონაწილეობენ
04-11-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში დებატების კლუბის 2 ასაკობრივი ლიგა ფუნქციონირებს. 

ასაკობრივი კატეგორიებია:

  • VII-VIII კლასი;
  • IX-X კლასი.

თითოეული ლიგის თამაში იმართება კვირაში ერთხელ. დებატკლუბის წევრები სისტემატურად და წარმატებით მონაწილეობენ რესპუბლიკურ ჩემპიონატებში.

დებატების კლუბის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან:

  • დებატების სსხვადასხვა სტილს;
  • კარლ პოპერის სტილის დებატებს;
  • ეფექტურ თვითპოზიციონირებას და საჯარო გამოსვლას;
  • ანალიზის უნარს;
  • არგუმენტების გაბათილების მეთოდებს;
  • დარწმუნების ხერხებს;
  • შეკითხვის დასმისა და პასუხის გაცემის ხელოვნებას;
  • ჯვარედინი დაკითხვის სტილს;
  • დამაჯერებლად საუბრის ხელოვნებას;
  • არგუმენტების წერის მთავარ პრინციპებს;
  • ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების გზებს.
კლუბის წევრებს გამოუმუშავდებათ:

  • არგუმენტირებული კამათის კულტურა;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
  • სასაუბრო დროის რაციონალურად გამოყენების უნარი;
  • საჭირო მასალებისა თუ ინფორმაციის მოძიების უნარები.
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203