აჭყვას საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბმა მუშაობა განაახლა
04-11-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, იზა ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობით ფუნქციონირება განაახლა.
კლუბში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები არიან გაწევრიანებულები.
მკითხველთა კლუბმა პირველი შეხვედრა ჩაატარა, სადაც წევრებმა წაკითხულ წიგნებსა და საინტერესო თემებზე ვრცლად ისაუბრეს.
„2021-2022 სასწავლო წელს აჭყვას საჯარო სკოლაში ფუნქციონირება განაახლა მკითხველთა კლუბმა. კლუბს ხელმძღვანელობას უწევს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იზა ვაჩეიშვილი. კლუბში გაწევრიანებული არიან სხვადასხა კლასის მოსწავლეები. ჩატარდა პირველი შეხვედრა. კლუბის წევრებმა განიხილეს არდადეგებზე წაკითხული ნაწარმოებები და თავიანთი ემოციები გადაიტანეს შთაბეჭდილებების დღიურში. ხელმძღვანელთან ერთად კლუბის წევრებმა დაგეგმეს წლის განმავლობაში წასაკითხი წიგნები. მკითხველთა კლუბის თითოეულ წევრს ვუსურვებ წარმატებას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს