დედალაურის საჯარო სკოლის პედაგოგებს - მარიამ კეთილაძეს, ემზარ ხობუასა ​და ომარ ჭელიძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ
04-11-2021
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგებმა - მარიამ კეთილაძემ, ემზარი ხობუამ და ომარ ჭელიძემ, რომელიც ერთი წლის წინ სკოლაში დროებით დასაქმდა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს, რაც მათი კოლეგებისთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია.

სკოლის დირექტორი გულიკო ფირცხალავა და თანამშრომლები პედაგოგებს ულოცავენ ამ წარმატებას და მისალოც წერილს ავრცელებენ:

„დედალაურის საჯარო სკოლის დირექტორი და მთელი კოლექტივი ვულოცავთ ჩვენი სკოლის მასწავლებლებს - მარიამ კეთილაძეს, ემზარი ხობუას და ომარ ჭელიძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას და შემდგომ კარიერულ წინსვლას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...