
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ელენე წიკლაური შემეცნებით დისტანციურ ბანაკში მოპოვებული წარმატებისთვის მედლითა და სერტიფიკატი დაჯილდოვდა.
ელენე პროექტის - „შემეცნებითი დისტანციური ბანაკი“ ვერცხლის ლიგაში გამარჯვებული გუნდის, „ორიონის" წევრი გახლავთ.
დაჯილდოება ონალინ ფორმატით გაიმართა. ჯილდოები მოსწავლეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის დირექტორმა - ლეილა კუპრაძემ საზეიმოდ გადასცა.
დაჯილდოვებას ესწრებოდა ამავე სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი მალხაზ აზალაძე.
იხილეთ ფოტოები: