ხეთის საჯარო სკოლის ცამეტ წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცა
04-11-2021
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის 2019-20 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

მედლები გადაეცათ შემდეგ მოსწავლეებს:

  1.  დაჩი ბუკია - ოქროს მედალი;
  2.  მარიამ ჭითანავა - ოქროს მედალი;
  3.  ოქრო ბუკია - ოქროს მედალი;
  4.  ნიკო ბარქაია - ოქროს მედალი;
  5.  ქეთევან კანკია - ოქროს მედალი;
  6. ელეონორა ქირია - ოქროს მედალი;
  7.  მარიამ ლაგვილავა - ოქროს მედალი;
  8.  იური ლატარია - ოქროს მედალი;
  9.  დემეტრე კაკაბაძე - ოქროს მედალი;
  10.  მალხაზ კუტალია - ვერცხლის მედალი;
  11.  მარიამ ნადარაია - ვერცხლის მედალი;
  12.  ლუკა ლატარია - ვერცხლის მედალი;
  13.  გიორგი ქირია - ვერცხლის მედალი.
„ხეთის საჯარო სკოლაში 2019-20 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვდნენ. მათ აგრეთვე გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების პროგრამას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს. გისურვებთ წარმატებებს!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში:

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203