ქვემო თხილვანისა და თხილვანის საჯარო სკოლებში სასწავლო გარემოს მონიტორინგი ჩატარდა
04-11-2021
დავით მამულაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თხილვანის და ტბელ აბუსერიძის სახელობის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლებში Covid-19 რეგულაციების დაცვის მონიტორინგის მიზნით ხულოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

მონიტორინგმა აჩვენა, აღნიშნულ სკოლებში სასწავლო პროცესი კოვიდრეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

მონიტორინგის დროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები საკლასო სივრცეებსა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას დეტალურად აკვირდებოდნენ. 

მოსწავლეების და პედაგოგებისთვის სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესი უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203