„მზე შემოდგომისა“ - ხეოთის საჯარო სკოლის მორიგი ლამაზი ღონისძიება 
04-11-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლაში მორიგი ლამაზი ღონისძიება- „მზე შემოდგომისა“ გაუმართა.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის ნობათი გამოფინეს, ნამუშევრები შექმნეს და წელიწადის ამ ფერად დროს ხოტაბა შეასხეს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

ღონისძიების იდეის ავტორი ლელა გვრიტიშვილი გახლავთ. 

სკოლის დირექცია ღონისძიების ავტორს, მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და დამრიგებლებს მადლობას უხდის.  

„დაწყებითი კლასის მოსწავლეების შემოქმედება შთამბეჭდავია, საამაყოა რომ ასეთი ნიჭიერი თაობა გვეზრდება. მადლობა იდეის ავტორს, ქალბატონ ლელა გვრიტიშვილს. მადლობა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, კლასის ხელმძღვანელებს და მშობლებს ამ სილამაზეების შექმნისთვის.
წარმატებები პატარებო! თქვენი ნიჭიერება და შესაძლებლობები უსაზღვროა! გვიყვარხართ და გვეამაყებით!,- ნათქვამია სკოლიდან მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203