ხაიშის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
04-11-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - დავით გუჯეჯიანს, მარიამ წერეთელს, ილიკო უმფრიანს, გიორგი ჭკადუას და მირანდა გულედანს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
სკოლის დირექცია მიღებულ ჯილდოს მთელს სასკოლო საზოგადოებას ულოცავს და მისალოც წერილს ავრცელებს:
„ჩვენო ძვირფასო კოლეგებო, მშობლებო და აღსაზრდელებო, ქვეყანაში პანდემიით გამოწვეულ ნაცრისფერ თალხს, დღეს ჩვენს სკოლაში მზის შუქი შემოეპარა, საკმაოდ თვალისმომჭრელი მზის შუქი.. როგორც იქნა სკოლამ მიიღო თავისი აღსაზრდელების მიერ დამსახურებული და ბეჯითი სწავლით მოპოვებული 1 ვერცხლის და 4 ოქროს მედალი. ჩვენი მედალოსნები არიან: დავით გუჯეჯიანი, მარიამ წერეთელი, ილიკო უმფრიანი, გიორგი ჭკადუა და მირანდა გულედანი. ვულოცავთ ბავშვებს, მათ პედაგოგებს, ჩვენს დირექტორს, სასწავლო ნაწილს და მშობლებს ასეთი სანიმუშო ჯილდოს მიღებას“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს