თისელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს
04-11-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლის პირველი და მესამე კლასების მოსწავლეებმა დაწყებითების პედაგოგის, მანანა ყურმაშვილის ხელმძღვანელობით - „ბარაქიანი შემოდგომა“ გააცილეს.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს და ლამაზი ლექსები თუ სიმღერები შეასრულეს.

ბავშვები აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთვნენ.

„თისელის საჯარო სკოლაში პირველი და მესამე კლასების მოსწავლეებმა დაწყებითი კლასების მასწავლებლის, მანანა ყურმაშვილის ხელმძღვანელობით - „ბარაქიანი შემოდგომა„ გააცილეს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები და სიმღერები, შექმნეს ნახატები და აპლიკაციები, გამოძერწეს სხვადასხვა ხილი, ასევე გააკეთეს შემოდგომის კუთხე, სადაც თათარაში ამოვლებული ჩურჩხელები გამოფინეს. სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მასწავლებელს საინტერესო აქტივობისათვის, ვუსურვებ ჯანმრთელობასა და წარმატებებს“, - იხილეთ ფოტოები:

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203