ბარდუბნის საჯარო სკოლის X​-XII​ კლასის მოსწავლეებსა და მათ დამრიგებლებს პროფესიული ორიენტაციის პროგრამა დაუფინანსდებათ
04-11-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლას „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საგრანტო სერტიფიკატი მიენიჭა; აღნიშნული გრანტით, 2021 -2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სკოლის X​-XII​ კლასის მოსწავლეებს და მათ დამრიგებლებს სრულად დაუფინასდებათ პროფესიული ორიენტაციის პროგრამა. 

დირექტორი გულო სულამანიძე საზოგადოებას მეტ დეტალურ ინფორმაციას აცნობს:

„გვაქვს პატივი გაცნობოთ - ბარდუბნის საჯარო სკოლას „CIU - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საგრანტო სერტიფიკატი მიენიჭა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს პროექტში მონაწილეობას სრულად დაუფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. სკოლა მიწვეულია „CIU- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საინვესტიციო პროექტში - „პროფესიული ორიენტაციის პროგრამა“. პროგრამა მოიცავს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების (X-XII კლ.) და მათი დამრიგებლების გადამზადებას პროფორიენტაციის საკითხებში. პროექტი მოიცავს როგორც ფიზიკურ (რეგიონალურ), ასევე, ონლაინ ტრენინგებს. პროექტის ადმინისტრირებას ახორციელებს „General Education Company“, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 4 წელია ოპერირებს. ვფიქრობთ, გამორჩეულად საინტერესო მეგობრობა და თანამშრომლობა გვექნება“, - წერს დირექტორი გულო სულამანიძე.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203