კაკაბეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს
04-11-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლის პედაგოგები და თითოეული თანამშრომელი ბავშვებისთვის ჯანსაღი და თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად მუდამ ზრუნავენ.
სკოლაში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბერს, დასწრებით რეჟიმში რეკომენდაციებისა და რეგულაციების სრული დაცვით განახლდა.
„კაკაბეთის საჯარო სკოლა 2021 – 2022 სასწავლო წელს მომზადებული შეხვდა. სწავლა საკლასო სივრცეში 4 ოქტომბრიდან განახლდა. სკოლაში მოწესრიგებულია უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელსაც მასწავლებლებთან ერთად იცავენ როგორც მოსწავლეები, ასევე მათი მშობლები. წესრიგშია სველი წერტილები, დეზობარიერები, საკლასო ოთახებში გვაქვს ხელის სანიტაიზერი, ოთახები მუშავდება სადეზინფექციო ხსნარით; მორიგე მასწავლებლები ყოველ დილით თერმოსკრინინგს ატარებენ. მასწავლებლებს ორ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათ დღეს, ადგილზე უტარდებათ სწრაფი ტესტი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს