„კალათებში ჩაალაგა შემოდგომამ ხილი“ - ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების ლამაზი ღონისძიება
04-11-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების პედაგოგის, მარინე ქარდავას ხელმძღვანელობით საშემოდგომო ღონისძიება - „კალათებში ჩაალაგა შემოდგომამ ხილი“ მოაწყვეს.

ბავშვები შემოდგომის მზიან დღეს, პედაგოგთან ერთად სკოლის ეზოში შეიკრიბნენ და საშემოდგომო ნობათი გამოფინეს.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიების საშუალებით წარმოადგინეს თუ რამდენად მრავალფეროვანი და უხვია შემოდგომის სეზონი.

ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. შემოდგომის ეს ლამაზი ღონისძიება პედაგოგისა და სკოლის დიდი მონდომებით ბავშვებს ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203