ზიკილიის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის პედაგოგთან ერთად, პროექტი - „ღვინის გზა“ განახორციელეს
04-11-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის პედაგოგის ხელმძღვანელობით საინტერესო პროექტი - „ღვინის გზა“ განახორციელეს.

მეექვსეკლასელებმა საკუთარი ხელით შექმნილი საინტერესო ნამუშევრები წარადგინეს, რომლებშიც საგაკვეთილო თემატიკა სრულად იყო ასახული.

ბავშვებმა თითოეული ნივთის შექმნაში დიდი მონდომება ჩადეს და კარგმა შედეგმაც არ დააყოვნა.

პროექტით მოსწავლეებიც და პედაგოგებიც კმაყოფილები დარჩნენ, რადგან თითოეული მათგანი დიდი ინტერესით იყო ჩართული. ღონისძიების დასასრულს კი სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203