წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა
04-11-2021

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის კვირეულთან დაკავშირებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა. 

მოსწავლეები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და მხატვრული კითხვის ნიჭი წარმოაჩინეს.  

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ოქტომბრის ბოლო კვირა, ტრადიციულად, იაკობ გოგებაშვილის კვირეულს ეთმობა. წელს მისი დაბადებიდან 181 წელი გავიდა. 

კვირეულის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203