ბათუმის N28 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
04-11-2021

ბათუმის N28 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით - „ანბანის შემობრძანება“ დაიწყეს. 

დამრიგებელმა პატარებს ქართული ანბანის გაცნობა დღესასწაულად უქცია. პედაგოგმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობები და არაერთი სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

მოსწავლეებიც, თავის მხრივ, სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

პედაგოგმა საყვარელ მოსწავლეებს მიუძღვნა სამახსოვრო ვიდეორგოლიც, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203