ჭალადიდის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადაეცა
04-11-2021
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლას უამრავი ღირსეული პედაგოგი და თანამშრომელი ჰყოლია, რომლებიც ყოველთვის ზრუნავენ მოსწავლეებსა და თავად სკოლაზე.

მათ შორის არის, მანანა ცინაძე, რომელიც სკოლასთან კავშირს არ წყვეტს და მის ბიბლიოთეკას წიგნები აჩუქა.

„ჭალადიდის საჯარო სკოლაში ჩვენთან ერთად წლების განმავლობაში ზრუნავდა მომავალი თაობის აღზრდაზე ქალბატონი მანანა ცინაძე, რომელიც საუკეთესო მეგობარი და მასწავლებელია, ის დღესაც არ წყვეტს კავშირს სკოლასთან და ჩვენთან ერთად ხარობს ჩვენი წარმატებებით. ქალბატონმა მანანამ სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები აჩუქა და ამით ძალიან გაგვახარა.. მანანას სურს, რომ მის ინიციატივას - დავეხმაროთ მშობლიურ სკოლას - ქომაგები გამოუჩნდებიან.. ჩვენც ამის გვჯერა! მადლობა, მანო, ამ საჩუქრისთვის, მადლობა იმ თანადგომისა და სითბოსთვის, რომელსაც უშურველად გასცემ.. მადლობა! გვიყვარხარ, მეგობარო“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203