ოზაანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
04-11-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის შემობრძანება“ საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
პედაგოგმა პირველკლასელებს განსაკუთრებულად დააწყებინა ანბანის შესწავლა და მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ხალისით ჩაერთნენ.
„ოზაანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა „ანბანის შემობრძანება“ იზეიმეს. მათ ანბანის გაცნობა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს, ია მასწავლებელმა მათთან ერთად იმოგზაურა ცოდნის ქვეყანაში და აღმოაჩინა ოქროს გასაღები, რომლითაც გააღებენ დედაენის კარებს. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს თვალხატულა პირველკლასელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს