ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მესამეკლასელებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე წელიწადის ყველაზე მრავალფეროვანი დრო შეისწავლეს
04-11-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე წელიწადის ყველაზე მრავალფეროვანი დრო შეისწავლეს და „ოქროსფერი შემოდგომის“ შესახებ ისაუბრეს. აგრეთვე, შემოდგომის საოცარ ფერებსა და სურნელზე, მზიან დღეებთან განშორებასა და ბუნების სევდაზე გაამახვილეს ყურადღება. 

პედაგოგმა მოსწავლეები სახალისო და საინტერესო აქტივობებშიც ჩართო. მესამეკლასელებმა ფერადი ფურცლებით შექმნეს აპლიკაცია.

„მოსწავლეებმა შეაგროვეს შემოდგომის ფოთლები, ჩააწებეს რვეულში, დააწერეს მათ ლამაზი ფრაზები, მოიძიეს ლექსები შემოდგომის თემაზე, დათქმულ დღეს მოვაწყვეთ პოეზიის დილა და მშობელთა ჩართულობით წარმოადგინეს ნინო ბეზარაშვილის „გორგომიჭელა“, სკოლაში გააკეთეს თათარა, ამოავლეს შინიდან მოტანილი თავისივე ხელით ასხმული თხილის და კაკლის „გორგომიჭელა“. გემრიელი თათარა დააგემოვნეს კიდეც“,- გვიყვება სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203