
ხაშურის N2 საჯარო სკოლამ პროექტისთვის - Where is my place in the digital world? პორტალ eTwinning- ის ევროპული ხარისხის ნიშანი დაიმსახურა.
პროექტი, მე-7 და მე-8 კლასებში, ინგლისური ენის მასწავლებლების - ანი ტეფნაძისა და ქეთევან გოგალაძის ხელმძღვანელობით, განხორციელდა.
სკოლამ პორტალისგან მისალოცი წერილი მიიღო.
„გილოცავთ! თქვენი სკოლა დაჯილდოვდა ევროპული ხარისხის ნიშნით eTwinning- ის პროექტისთვის -„Where is my place in the digital world?“. ეს ნიშნავს, რომ თქვენი მოსწავლეებისა და თქვენი სკოლის საქმიანობა აღიარებულია ევროპის დონეზე. თქვენი პროექტი განთავსდება სპეციალურ სივრცეში, პორტალზე - www.etwinning.net. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უნიკალურ მიღწევას. საუკეთესო სურვილებით, eTwinning-ის გუნდი“,- აღნიშნულია წერილში.
იხილეთ ფოტო: