აბაშის მუნიციპალიტეტში ''ეტალონის'' შესარჩევი ტური სამაგალითო დონეზე ჩატარდა
24-10-2016
აბაშის მუნიციპალიტეტში ''ეტალონის'' პირველ ტურის ორგანიზებაში გამგეობის  კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური რესურსცენტრთან ერთად იყო ჩართული.   

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტში, ყველა სკოლის ინფორმირება წინასწარ მოხდა. 
 
ტესტირება ყველა სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტების და ინსტრუქციის შესაბამისად მოხდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებისთვის ტესტები ცალ-ცალკე იყო შერჩეული.    
 
მოსწავლეების ნამუშევრები გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლების მიერ გასწორდა და შედეგები ყველა სკოლას გადაეგზავნა.
    
ყველაზე მაღალქულიანმა მოსწავლეებმა კი  მომდევნო ტურში, აბაშის კულტურის სახლში ჩატარებულ ''ეტალონში'', მიიღეს მონაწილეობა.   

შესარჩევ ტურთან დაკავშირებით "Etaloni.ge"-სთან საუბრისას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა მანანა ჯღარკავამ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა მოიარეს:  

"ყველა საჯარო სკოლაში ჩვენი სამსახურის თანამშრომლები იყვნენ და ვატარებდით ტესტირებებს. "ეტალონისგან" მოწოდებულ ტესტებს ვანაწილებდით. მოვიარეთ მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა. საერთო შედეგით დავადგინეთ რომ 61 და შემდეგი ქულიანი მოსწავლეები გადავიდოდნენ შემდეგ ეტაპზე. წელს სამწუხაროდ 5-მა სკოლამ ვერ გადალახა ბარიერი. ამან მოტივაცია გაუზარდა ბავშვებს, რომ უფრო მეტად მოინდომონ მომავალ წელს.''

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის შალვა ჯღარკავას თქმით, იგი თავად იყო ჩართული შესარჩევ ტურებში და ყველგან ძალიან დადებითად ხვდებოდნენ "ეტალონს":

"ყველაზე მეტად გამოვყოფდი პირველი მაისის სკოლას, ძალიან მოწესრიგებულები, ორგანიზებულები და მონდომებულები იყვნენ. ზოგადად სკოლები ძალიან დადებითად ხვდებიან ინლეტექ-შეჯიბრს." 

„ეტალონის“ შემოქმედებითი  გუნდი მადლობას უხდის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს, რესურსცენტრსა და აბაშის ყველა სკოლას ტესტირების პროცესის სამაგალითო დონეზე ჩატარებისთვის.     

''ეტალონმა აბაშა გამოაცოცხლა'' - ინტელექტ-შეჯიბრმა ''აბაშის ეტალონი მოსწავლე'' გამოავლინა

იხილეთ ''ეტალონის'' შესარჩევი ტურის ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203