ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ
03-11-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის VIIIდ კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელთან ერთად ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდნენ და სპექტაკლს დაესწრნენ.
„სკოლის მე-8დ კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელთან ერთად (ა. ხიდაშელი) იმყოფებოდნენ ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სადაც ნ. გოგოლის კომედია „ქორწინება“ გაიმართა. წარმოდგენით მოსწავლეები აღფრთოვანებული დარჩნენ“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.