„ბარაქიანი და ოქროსფერი“​ - ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში გვიანი შემოდგომა აღნიშნეს
03-11-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში გვიანი შემოდგომა აღნიშნეს. 

სკოლის მოსწავლეებმა წელიწადის ამ სეზონს ნახატები და აპლიკაციები მიუძღვნეს. სკოლაში მოეწყო კუთხეც, სადაც შემოდგომის ნობათი იყო განთავსებული. 

მოსწავლეებმა აღნიშნული აქტივობის ფარგლებში მოამზადეს თათარა და ჩურჩხელები თავინთი ხელით ამოავლეს.

„ჩვენი სკოლის პატარებმა გვიანი შემოდგომა აღნიშნეს. მოადუღეს თათარა, ამოავლეს ჩურჩხელები, მორთეს ოთახები, შექმნეს ნახატები და აპლიკაციები.
განა შეიძლება საქართველოში ცხოვრობდე და არ გხიბლავდეს ჩვენი სამშობლოს ხვავრიელი, ბარაქიანი და ოქროსფერი შემოდგომა?!“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203