წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების პრეზენტაციაზე საკუთარი ხელით დამზადებული ძველი საბრძოლო იარაღი წარადგინეს
03-11-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლის მერვე კლასში, ფიზიკის საგანში, პედაგოგ თინა მორჩილაძის ხელმძღვანელობით კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა.

ნიჭიერმა და მონდომებულმა მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დამზადებული ძველი საბრძოლო იარაღი წარადგინეს.

„1 ნოემბერს წინსვლის საჯარო სკოლის მე-8 კლასში, ფიზიკაში კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩატარდა. მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე საკუთარი ხელით დამზადებული ძველი საბრძოლო იარაღის მოდელი - „კატაპულტა“ წარმოადგინეს. მოსწავლეებმა იარაღის მოქმედების პრინციპი ახსნეს; კერძოდ მექანიკური ენერგიის ურთიერთგარდაქმნის პროცესი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203