კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრანტი ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი გახდა
07-02-2018
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის მაგისტრანტი საბა ქიტიაშვილი - ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი გახდა.

მაგისტრანტმა, კსუ-ს სასწავლო კურსის „ღვინის დეგუსტაციის საფუძვლების“ დასრულების შემდეგ საგნის ხელმძღვანელის, თამარ გურგენაშვილის რეკომენდაციით, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ტრენინგები გაიარა და რამდენიმე ეტაპად ჩატარებულ გამოცდაში მაღალი შედეგები დაიმსახურა.

გამოცდის პირველი ნაწილი ჯგუფურად მსჯელობას გულისხმობდა, ხოლო მეორე ნაწილი, 15 ღვინის ინდივიდუალური დეგუსტაციისა და შეფასებისგან შედგებოდა.

საბა ქიტიაშვილი, სწავლის პარალელურად, ღვინის კომპანია „შუმის“ სომელიე გახლავთ. როგორც თავად მაგისტრანტი ამბობს, სადეგუსტაციო კომისიის წევრობა,  მისთვის დიდი გამოცდილება და კარიერული  გამოწვევაა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მევენახეობა-მეღვინეობის მაგისტრანტს ულოცავს ამ დიდ მიღწევას!
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203