ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგმა, სალომე ჯამბურიამ პირველი დახმარების ტრენინგი ჩაუტარა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა სალომე ჯამბურიამ უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის პირველი დახმარების ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგზე მოსწავლეებმა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგი ამავე დროს „წითელი ჯვრის“ მოხალისე გახლავთ.
„ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, სალომე ჯამბურიამ, რომელიც ასევე „წითელი ჯვრის“ მოხალისეა, სკოლის უფროსკლასელებისთვის ჩაატარა პირველი დახმარების ტრენინგი, სადაც მოსწავლეებმა მიიღეს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა; ისწავლეს თუ როგორ უნდა აღმოუჩინონ დაზარალებულს პირველი დახმარება; ასევე, მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: