ავრანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება სასკოლო კონკურსში
03-11-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები - თამუნა ანთაძე და ეკატერინა ტოსუნიდი სასკოლო კონკურსის ფარგლებში 15 საუკეთესო მოსწავლეთა შორის მოხვდნენ.
სასკოლო კონკურსი - „დიდგორელი“ საჯარო და კერძო სკოლებში საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
„პროექტის პირველ ეტაპზე, კონკურსი წალკის მუნიციპალიტეტის სკოლებში გაიმართა. შიდა კონკურსის გზით 113 მოსწავლე შეირჩა. პროექტის მეორე ეტაპზე, შიდა კონკურსის გზით შერჩეულმა 113 მოსწავლემ ორმოცი კითხვისგან შედგენილი ტესტი დაწერეს და ისტორიაში საკუთარი ცოდნა გამოსცადეს. პროექტის ყველა მონაწილეს საჩუქრად „დიდგორელის“ სპეციალური მედალიონი, სიგელი და წიგნები გადაეცათ. პროექტის მეორე ეტაპზე სპეციალურმა ჟიურიმ 113 მონაწილიდან საუკეთესო შედეგის მქონე 15 გამოავლენა. თხუთმეტ საუკეთესო რჩეულ მოსწავლეთა რიგებში ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის ორმა მოსწავლემ - თამუნა ანთაძემ და ეკატერინა ტოსუნიდიმ დაიმკვიდრა ადგილი. თამუნა ანთაძემ 40 ქულიდან 40 აიღო, ხოლო ეკატერინა ტოსუნიდიმ 40-დან 37 ქულა. სკოლის დირექციამ თამუნა ანთაძეს და ეკატერინა ტოსუნიდის წარმატება მიულოცა და ფასიანი საჩუქრები გადასცა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს