ბანოჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა
03-11-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი - „ნორჩი დემოკრატები“  შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით შექმნილ თავიანთ ნამუშევრებზე საინტერესოდ ისაუბრეს.

აქტივობა კი სკოლის დირექტორმა, ნინო წილოსანმა შეაჯამა და პროექტის ხელმძღვანელ ნინო კახნიაშვილსა და მოსწავლეებსა წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე 31 ოქტომბერს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203