ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პირველკლასელები ორანჟერეას სტუმრობდნენ
03-11-2021
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები ორანჟერეას სტუმრობდნენ, სადაც მცენარეების მოვლა-პატრონობის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. 

I კლასის მოსწავლეები ორანჟერეაში, მათი დამრიგებლის ნათია ჟორჭოლიანის ხელმძღვანელობით, პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესის“, ფარგლებში იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მცენარეები, დარგეს ყვავილები, მოხატეს ქოთნები და ბუნების დაცვის აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს. 

„მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ მცენარეთა ორანჟერეაში, სადაც ჩაუტარდათ გასვლითი გაკვეთილი: „მცენარეების მოვლა პატრონობა“.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ორანჟერია, მოინახულეს სხვადასხვა ჯიშის მცენარეები, საკუთარი ხელით მოხატეს ქოთნები და დარგეს ყვავილები. მათ ისაუბრეს ბუნების დაცვის აუცილებლობაზე“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203