ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მესამეკლასელებმა შემოდგომას პრეზენტაცია მიუძღვნეს
03-11-2021
ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მესამე კლასის მოსწვალეებმა პედაგოგის, ხათუნა ავალიანის ხელმძღვანელობით პრეზენტაცია თემაზე - „ფერადი შემოდგომა“ მოამზადეს.
მოსწავლეები პრეზენტაციის მომზადების პროცესში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
ბავშვებმა საშემოდგომო თემატიკაზე ლამაზი ნამუშევრები შექმნეს.
პედაგოგი მუდამ ზრუნავს, რათა მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემო შეუქმნას.