ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბოტანიკურ ბაღში საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს
03-11-2021
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის Vბ კლასის მოსწავლეები ბოტანიკურ ბაღს სტუმრობდნენ.
ისინი ბოტანიკურ ბაღში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ია კლდიაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესის“, ფარგლებში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. მათ დაათვალიერეს ბოტანიკური ბაღი, შემდეგ სასურველი ხედი შეარჩიეს და პეიზაჟები დახატეს. იქვე მოაწყვეს თავიანთი ნახატების გამოფენაც.
„თანამედროვე პირობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კუთხით, სკოლაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესის“, ფარგლებში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი, ია კლდიაშვილი და Vბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ბოტანიკურ ბაღს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბოტანიკური ბაღი, შეარჩიეს სასურველი ხედი და დახატეს პეიზაჟები პლენერზე. ხატვის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები და იქვე მოაწყვეს გამოფენა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს