გეჯეთის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას კვირეული მიეძღვნა
03-11-2021
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდამ ზრუნავენ, რომ მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემო შექმნან.
სკოლაში, იაკობ გოგებაშვილის კვირეულთან დაკავშირებით პროექტი - „ჩვენ და იაკობი“ განხორციელდა, სადაც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ, რითიც მათი სწავლისადმი მოტივაცია კიდევ უფრო გაიზარდა.