დაბა თამარისის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ისაუბრეს
03-11-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლაში სწორ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ისაუბრეს. 

მე-2 კლასის მოსწავლეებმა პროექტორზე წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით სწორ კვებაზე, ვარჯიშის აუცილებლობასა და ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღ წესზე ისაუბრეს.

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

„მეორე კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების აუცილებელ წესებზე. პროექტორზე წარმოდგენილი სლაიდ შოუს მიხედვით იმსჯელეს სწორ კვებასა და ვარჯიშის აუცილებლობაზე. საგაკვეთილო პროცესმა სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. ისინი დარწმუნდნენ რომ ჯანსაღი ცხოვრება და საკვები აუცილებელია მათი ჯანმრთელობისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203