დაბა თამარისის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა მცენარის აგებულება საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა მცენარის ნაწილები და აგებულება შეისწავლეს. მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ მათ აგებულებას. ისაუბრეს თითოეული ნაწილის ფუნქციაზე. მათ საყვავილეებიც დაამზადეს, რომლებშიც ცოცხალი მცენარეები დარგეს.
„მეორე კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს მცენარის აგებულება და მისი ნაწილები. დაამზადეს საყვავილეები, სადაც მოათავსეს ცოცხალი მცენარეები. ასევე, გააკეთეს ჩანახატები მცენარის ნაწილებზე. გააკეთეს პრეზენტაციები და ისაუბრეს თითოეული ნაწილის ფუნქციაზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: