გრემის საჯარო სკოლაში მოსწავლე მარია მათიაშვილმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყო
03-11-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლის მოსწავლე მარია მათიაშვილმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყო.

მარია მათიაშვილი მეორე კლასის მოსწავლეა, მან საკუთარი ნახატების გამოფენა სკოლაში მოაწყო. 

გარდა იმისა, რომ მარია კარგად ხატავს, იგი წარმატებული მოსწავლეა. უყვარს მეგობრებთან ურთიერთობა და სწავლა.

ის სხვადასხვა თემაზე ხატავს. მისი ნამუშევრები როგორც მოთხრობების თუ ანიმაციების გარკვეულ პერსონაჟებს, ასევე თავისუფალ თემატიკასაც მოიცავს.

„მე-2 კლასის მოსწავლე მარია მათიაშვილმა მოაწყო საკუთარი ნამუშევრების გამოფენა“,- ქერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203