დაბა ბედიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ ფესტივალზე წარმატებით იასპარეზეს
03-11-2021
წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული ფედერაციის - „სპორტი ყველასთვის“ დაფინანსებით და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარებულ ფესტივალზე დიდი წარმატებით იასპარეზეს.

სკოლის მოსწავლეებმა: ვიქტორია გობეევამ, თორნიკე გულაშვილმა და ანასტასია ცაბაძემ საპრიზო ადგილები დაიკავეს.

„2021 წლის 31 ოქტომბერს ლოტკინის საცოც სვეტზე საქართველოს ეროვნული ფედერაციის - „სპორტი ყველასთვის“ დაფინანსებით და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა „კლდის ვეფხვების“ ფესტივალი, სადაც ბედიანის მეკლდეურთა კლუბის სახელით მონაწილეობდნენ დაბა ბედიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები: გიორგი კატიგაროვი, თეიმურაზ კუზნეცოვი, შოთა სანაია, ნინო ტამაილი, სოსო ბერელაშვილი, ვიქტორია გობეევა, თორნიკე გულაშვილი და ანასტასია ცაბაძე. გამარჯვებულები გამოვლინდნენ საუკეთესო შედეგების მიხედვით: ვინც გაიარა ყველაზე მეტი ბილიკი ბოლომდე და ვისაც ჰქონდა განვლილ ბილიკებში საუკეთესო დრო. ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად: 1-ლი ადგილი -  ვიქტორია გობეევა; 1-ლი ადგილი  - თორნიკე გულაშვილი და მე-3 ადგილი - ანასტასია ცაბაძე. ვულოცავთ ბედიანელ „კლდის ვეფხვებს“ ღირსეულ ასპარეზობასა და უხვ მედლებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203