„ვქმნით სხვადასხვა ხერხით“ - აფხაზეთის N2 სკოლის მესამეკლასელებმა ხელოვნების გაკვეთილზე სახალისო აქტივობა შეასრულეს
03-11-2021
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასში პედაგოგის, თამთა ნათიძის ხელმძღვანელობით ხელოვნებაში საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
აქტივობის თემა - „ვქმნით სხვადასხვა ხერხით - food art“ გახლდათ.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო, რომ მოსწავლეს ბუნებაზე დაკვირვების უნარი გამოუმუშავდეს, შეძლოს საკუთარ ნამუშევარში გარემოსგან მიღებული შთაბეჭდილებებისა და სხვადასხვაგვარი ინფორმაციის შემოქმედებითად რეალიზება.
მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და სხვადასხვა პროდუქტის საშუალებით ულამაზესი ნამუშევრები შექმნეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს