ჯანდარას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას კედლის გაზეთები მიუძღვნეს
03-11-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომას ნამუშევრები მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა ნამუშევრებით წარმოადგინეს თუ როგორი ფერადი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. მე-4-მე-5 კლასელები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით და მონდომებით იმუშავეს და შექმნეს კედლის გაზეთები -  „ოქროსფერი შემოდგომა“ და „ბარაქიანი შემოდგომა“. მათ წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, წაიკითხეს ლექსები და ასე მოკრძალებულად აღნიშნეს წელიწადის ულამაზესი ფოთოლთცვენის სეზონი - ოქროსფერი შემოდგომა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203