ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
03-11-2021
ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში კომპლექსურ დავალებებს აქტიურად ასრულებენ. 

ამჯერად, VII2 კლასში დავალება - „პალეოლითის ხანის ადამიანი“ წარადგინეს. მოსწავლეებმა პირველყოფილ ადამიანებზე მოთხრობაც დაწერეს. მათი პედაგოგი ლია ცხადაძეა. 

მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთვნენ.

„სკოლაში VII2 კლასში ჩატარდა კომპლექსური დავალების - „პალეოლითის ხანის ადამიანის“, პრეზენტაცია. მასწავლებელი - ლია ცხადაძე. მოსწავლეებმა შექმნეს და წარმოადგინეს პროდუქტი - მოთხრობა პირველყოფილ ადამიანებზე და მოაწყვეს გამოფენა“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203