წყალტუბოს N1 სკოლის დირექციამ იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო კვირეულის დასასრულს მოსწავლეებს სიურპრიზი მოუწყო
03-11-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექციამ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო. იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს მიძღვნილი კვირეულის დასასრულს სკოლაში თოჯინური სპექტაკლი - „რწყილი და ჭიანჭველა“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებამ მოსწავლეები ძალიან გაახარა.
„თოჯინების თეატრის წარმოდგენის - „რწყილი და ჭიანჭველა“ ჩვენებით ძლიერ გავახარეთ ჩვენი პატარები“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ოქტომბრის ბოლო კვირა, ტრადიციულად, იაკობ გოგებაშვილის კვირეულს ეთმობა. წელს მისი დაბადებიდან 181 წელი გავიდა.
კვირეულის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს