ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის პირველი სხდომა ჩატარდა
03-11-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის პირველი სხდომა ჩატარდა.

აირჩნენ საბაზო და საშუალო საფეხურის თავჯდომარეები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხების ირგვლივ შეჯერდნენ.

„ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის პირველი სხდომა. საშუალო საფეხურიდან თვითმმართველობის თავმჯდომარე მირანდა მათეშვილი იქნება, მდივანი კი - ნინო ლობჯანიძე. საბაზო საფეხურზე თავმჯდომარედ აირჩა ნინო ბეგიაშვილი, მდივნად - ჯურხა ფიროსმანაშვილი. ამასთანავე, ჯაბა ჯამასპიშვილის ინიციატივით ჩამოყალიბდა 4 მიმართულება: განათლების, სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის. თითოეულ მათგანს შესაბამისად უხელმძღვანელებენ მირანდა მათეშვილი, ჯურხა ფიროსმანაშვილი, ანა ჯამასპიშვილი და თამარ ბენაშვილი. უახლოებს დღეებში შედგება და დამტკიცდება ერთიანი გეგმა, რომლითაც ყოველწლიურად ახალი თვითმმართველობების წევრები იხელმძღვანელებენ, გაიწერება და დამტკიცდება ჩასატარებელი ღონისძიებების ნუსხა. სკოლა განახლებულ თვითმმართველობას წარმატებას უსურვებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203