აჭარისწყლის, ერგეს და ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლებში სასწავლო გარემოს მონიტორინგი ჩატარდა
03-11-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის, ერგეს და ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლებში სასწავლო გარემოს მონიტორინგი ჩატარდა.
სკოლებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი ეწვია და ადგილზე არსებული მდგომარეობა შეაფასა.
მონიტორინგის შედეგად დგინდება თუ რამდენად იცავენ სკოლაში იმ რეგულაციებს, რომელთა დაცვა პანდემიის გავრცელების გამო სავალდებულოა.
დადგინდა, რომ აღნიშნული სკოლები რეკომენდაციებს სრულად იცავენ.
საჯარო სკოლების ადმინისტრაცია პასუხისმგებლობით ეკიდება დაწესებულ რეკომენდაციებს და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად სკოლები შესაბამისად აღჭურვილია ყველა სადეზინფექციო საშუალებით.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს