თბილისის N23 სკოლის XII კლასის ორმა მოსწავლემ - ალექსანდრა ანანსკიხმა და ანა ლომინაძემ უნივერსიტეტის სამართლის კურსი წარმატებით გაიარა
03-11-2021
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლის XII კლასის ორმა მოსწავლემ - ალექსანდრა ანანსკიხმა და ანა ლომინაძემ, წარმატებით გაიარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კურსი.

მოსწავლეებმა გაიმარჯვეს ნომინაციაში - „ყველაზე მრავალფეროვანი და საუკეთესო მომხსენებლები“. მათი კლასის დამრიგებელი პედაგოგი მარიამ ჩხეტიანია. 

აღნიშნული კურსი თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ინიციატივით ჩატარდა.

„სკოლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი წარმატების შესახებ გვსურს გიამბოთ.
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ინიციატივით, ჩვენმა XII კლასის (დამრიგებელი მარიამ ჩხეტიანი) მოსწავლეებმა -
ალექსანდრა ანანსკიხმა და ანა ლომინაძემ წარმატებით გაიარეს სამართლის კურსი და გაიმარჯვეს ნომინაციაში - „ყველაზე მრავალფეროვანი და საუკეთესო მომხსენებლები“. სკოლა ამაყობს თქვენით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203