მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ლაშქრობაში იმყოფებოდნენ
03-11-2021
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეები საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელობით სასწავლო-შემეცნებით ლაშქრობაში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა ულამაზესი ჯრუჭის ხეობა დალაშქრეს და საინტერესო, ისტორიული ადგილები მოინახულეს.
„მახათაურის საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელობით დაიგეგმა და განხორციელდა ლაშქრობა ულამაზეს ჯრუჭის ხეობაში, მერვე კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს