არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთევან ბერიძის ნახატების პერსონალური ონლაინ გამოფენა მოეწყო
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთევან ბერიძის ნახატების პერსონალური ონლაინ გამოფენა მოეწყო.
ქეთევან ბერიძე 8 წლისაა, იგი მესამე კლასში სწავლობს.
გარდა ხატვის არაჩვეულებრივი ნიჭისა, ის ასევე წარმატებული მოსწავლეა. უყვარს წერა, ხატვა, კითხვა, ცეკვა და მეგობრებთან ერთად თამაში.
სკოლა ულოცავს მოსწავლეს ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: