სამების საჯარო სკოლაში შიდასასკოლო კონფერენცია ჩატარდა
03-11-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში გაეროს დღის აღსანიშნავად შიდასასკოლო კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციაზე სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციები წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ გაეროს დღე 24 ოქტომბერს აღინიშნება.

„25 ოქტომბერს, გაეროს დღესთან დაკავშირებით, სამების საჯარო სკოლაში შიდასასკოლო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაზე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციები წარადგინეს. მოსწავლეებმა, საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საკითხებში, გაეროს როლსა და მნიშვნელობაზე იმსჯელეს. გაიაზრეს გაეროს როლი საქართველოში არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203